1945 წლის 11 აპრილს პარიზიდან თბილისში გამოფრინდა სპეციალური თვითმფრინავი, რომელმაც ჩამოიტანა ძვირფასი ეროვნული რელიქვია და ჩამოიყვანა მისი მცველი და უდიდესი გულშემატკივარი ექვთიმე თაყაიშვილი. 82 წლის ავადმყოფი და ჯანგაწყვეტილი მოხუცი თბილისში ჩამოსვლისას აეროპორტში ძირს დაემხო, ქართულ მიწას აკოცა და შემდეგი სიტყვები წარმოთქვა: „ახლა შემიძლია ვთქვა, რომ შევასრულე ჩემი ვალი სამშობლოსა და ხალხის წინაშე“.
ძვირფასი
საუნჯის
უზადოდ
სამშობლოში
დაბრუნება
მიაჩნდა
ექვთიმე
თაყაიშვილს
თავის
უპირველეს
მოქალაქეობრივ
მოვალეობად
და
რაკი
მისი
დიდი
მისია
წარმატებით
დამთავრდა,
ბედნიერად
თვლიდა
თავს
და
ხმამაღლა
აცხადებდა:
„მე
ძალიან
ბედნიერი
ვარ
და
არა
მაქვს
უფლება
ბედს
დავემდურო“.
სამშობლოში
დაბრუნებულ
ექვთიმეს
დიდ
სიხარულთან
ერთად
აწუხებდა
მეუღლის
ნეშტის
იქ
დარჩენა.
ამის
გამო
დაწერა
მან:
„82 წლის მოხუცს ამიხდა
დიდი
ხნის
ნატვრა,
დავუბრუნდი
სამშობლოს
და
დავუბრუნე
მას
მისი
კუთვნილი
განძეულობა.
საშუალება
მომეცა
ჩემს
უნივერსიტეტში
და
ახალშობილ
აკადემიაში
დამეწყო
მუშაობა,
ოღონდ
ჩემი
ხანგრძლივი
სიცოცხლის
ერთგული
თანამგზავრი
საფრანგეთის
მიწაში
დამრჩა
დამარხული“.
ექვთიმე
თაყაიშვილი
ჩამოსვლის
პირველი
დღეებიდანვე
თანამშრომლობდა
მეცნიერთა
აკადემიის,
უნივერსიტეტისა
და
სახელმწიფო
მუზეუმების
სამეცნიერო
ოლქებში,
აქვეყნებდა
ძვირფას
მასალას
ისტორიის
სხვადასხვა
პრობლემებზე;
1945 წლის 11 მაისს არჩეული
იყო
თბილისის
უნივერსიტეტის
პროფესორად.
1945 წელს აირჩიეს საქართველოს
მეცნიერებათა
აკადემიის
აკადემიკოსად.
ექვთიმე
თაყაიშვილი
ჩამოსვლიდან
ერთი
წლის
შემდეგ
საჯაროდ
წარსდგა
თბილისის
უნივერსიტეტის
პროფესორ–მასწავლებელთა
წინაშე
მოხსენებით
– „ევროპაში
ნახული
ქართული
ძეგლები
და
იქვე
შეკრებილი
ცნობები
ქართული
ძეგლების
შესახებ“.
1953 წლის 21 თებერვალი... გარდაიცვალა
ექვთიმე
თაყაიშვილი.
ცხედარი
ორმოციოდე
კაცმა
გააცილა
და
ვაკის
სასაფლაოზე
დაკრძალა.
საქართევლომ
იცოდა
ფასი
გარდაცვლილისა,
მაგრამ...
მიზეზთა
სხვათა
და
სხვათა
გამო
ეს
დაფასება
მხოლოდ
მომავალში
წარმოჩინდა.
სულ
რაღაც
ათიოდე
წლის
შემდეგ
ექვთიმე
თაყაიშვილის
ნეშტი
დიდუბის
პანთეონში
გადაასვენეს.
გარკვეული
დროის
შემდეგ,
1987 წლის 22 თებერვალს საფრანგეთიდან
გადმოასვენეს
და
მეუღლის
გვერდით
დაკრძალეს
ნინო
პოლტორაცკაია.
ამჯერად
ექვთიმე
თაყაიშვილის
განსასვენებელი
მთაწმინდის
პანთეონშია.
ექვთიმე
თაყაიშვილი
თავისი
მოწამებრივი
ცხოვრებითა
და
განსაცვიფრებელი
მოღვაწეობით
მტკიცედ
დამკვიდრდა
უკვდავ
ქართველ
მამულიშვილთა
სამარადჟამო
პანთეონში.
2002 წლის 17 ოქტომბრის, საქართველოს
სამოციქულო
ეკლესიის
წმინდა
სინოდის
განჩინებით,
მოხდა
ექვთიმე
თაყაიშვილის
კანონიზაცია
და
ეწოდა
მას
- წმინდა
ექვთიმე
ღვთისკაცი.
დღესდღეობით
ჭეშმარიტად
დაფასდა
დიდი
მამულიშვილისა
და
მეცნიერის
ღვაწლი
- შრომა,
რომელსაც
შეეწირა
სამშობლოს
უსაზღვრო
სიყვარულში დაფერფლილი დიდი
სიცოცხლე.
საყოველთაოდაა
აღიარებული
და
შორსაა
გატანილი
ექვთიმე
თაყაიშვილის
მოწამებრივი
ცხოვრების
ამბავი,
დაიდგა
ძეგლი
(ავტორი
ანზორ
გომართელი),
დაიწერა
წიგნები.
მეცნიერის
უკვდავყოფას
განსაკუთრებული
ამაგი
დასდო რევაზ თაბუკაშვილმა შესანიშნავი ფილმით - „საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი“.
დღეს,
XXI საუკუნის გადასახედიდან განსაკუთრებული
ელვარებით
მოჩანს
დიდი
ექვთიმე.
რომელიღაც
ფილოსოფოსს
უთქვამს,
„ისტორია
აღდგომა-აღორძინება
არისო“.
კონსტანტინე გამსახურდია წერდა „სამმა დიდმა
მამულიშვილმა
კიდევ
ერთხელ
დაამშვენა
ჩვენი
საქართველო,
ილია
ჭავჭავაძემ,
ექვთიმე
თაყაიშვილმა
და
ივანე
ჯავახიშვილმა.
ძველ
ეპოქაში
რომ
ეცხოვრათ,
მათ
უეჭველად
წმინდანად
შერაცხავდა
ჩვენი
ხალხი
და
ჩვენი
ტაძრების
ძვირფას
ფრესკებს
მიემატებოდა
სამი
სათაყვანებელი
ხატება“.