ნიკო მარისა და ექვთიმე თაყაიშვილის მიმოწერა
[1888]
მარტი - აპრილი
ძ მ ა ო ე ქ ვ თ ი მ ე!
შენ აგრე მწერ, თითქო რამეში დანაშაული ვიყო შენ წინაშე მართალია, ძალიან სუსტი ხაზით
გაქვს ეგ აზრი გამოთქმული და იმ სუსტ ხაზზე ხელის ჩაჭედა ჩემგან უფრო მტყუანად გამომაჩენს,
თურმე და კი ყოფილა რაღაც დანაშაული ჩემ მხრით, რომ აგრე მსწრაფლ ვიგრძენი შენგან გადმონაკრავი,
მაგრამ ფაქტი მაინც ფაქტად უნდა ვიცნოთ და მაშ შენ მაბრალებ ხოლმე რასმე. მე აქ გამართლებას
კი არ ვაპირებ თავისას, რადგან გასამართლებელი ჩემი სინდისის წინაშე არა ჩამიდენია
რა, მხოლოდ დალაგებით ჩემ წარსულს და ახლანდელს ლტოლვილებას გაცნობებ, რომ თუ დასტურ
რამე ეჭვი გაქვს ჩემ სიწრფოებაზე და არა მე მომეჩვენა, რაც, უკანასკნელი, დიაღ შესაძლებელია,
იგი ეჭვი გაქრეს, რაოდენად უსაფუძვლო ეჭვს არ დაეტანები კი ვიცი.
ორ-სამჯერ უკანასკნელ დღეებში შენი აქ, პ-ში მყოფობის
[სას] ლაპარაკი გვქონდა ჩვენი წარსულის შესწავლაზე და საზოგადოთ ქართული გამოცემების
დაწყებაზე და საბოლოვოდ სიტყვა და საქმე თფილისში უნდა გადაგვეწყვიტა, სადაც ვეღარ
გნახე რუსეთიდგან ჩამოსვლისას, მაგრამ პ-შივე იმდონად კი გვქონდა ლაპარაკი, რომ, ჩემი
მომავლის დაწყობა, რაზედ იყო დამოკიდებული, ნათლად შეგეტყო. პირველი და თავი ჩემი საქმე
ქართული ენის სემიურობის დამტკიცება იყო და არის. ორი წლით აქ, პ-ში, დარჩენა უსათუოდ
საჭირო იყო და არის, რომ სანსკრიტულს და ზენდურს, როგორც საშუალებას ლინგვისტიკაში
საზოგადოთ და ჩემგან ჯერ შეუსწავლელ სემურ ენებს კერძოდ ჩემი აზრისთვის გავცნობოდი.
მაშინ ოღონთ არ ვიცოდი, დავრჩებოდი თუ არა აქ, ესე იგი მექნებოდა ღონისძიება თუ არა
თავის რჩენის პეტ-ში. თუ მექნებოდა, კი უნდა გახსოვდეს, უნდა დავრჩენილიყავი და თან
კატალოგიც შემედგინა. რაღაც სასწაულით მოხდა, რომ ცაგარლის უნებურად და წინააღმდეგ
დავრჩი და თვეში სამოწყალო ოცდახუთი მანეთით ვიკვებები, ღმერთმა იცის, როგორ; და მე
არ მგონია, რომ რამე ადრე პირებულზე ზურგი მიმექციოს და პირი ჩემთვის პირადად საუმჯობესოსკენ
მექნას. მინდოდა გრძლად მოვყოლოდი და მოკლედ ვთქვი, ეგრეც სჯობს, თან წუთის წუთზე მირზა
ფირას ველი, ჩემი სირიული ენის შინაურ მასწავლებელს, და ახლა თუ ვერ მოგწერე, ერთი
კვირით მაინც დაგვიანდება წერილი. ყოველ შემთხვევაში, თუ რამე გამოცემას შეუდგები პერიოდულად,
ჩემი ღონის და გვარად თანაშემწეობას გაგიწევ.
ჩემი ტემა ისტორიული იქნება, შენგან ჩამოთვლილი ტემები
ყველა შვენიერია და მეც ვფიქრობდი განსაკუთრებით სიდგან გადმოითარგმნა ჩვენ ენაზე დაბად.
და სახარება, მაგრამ ჯერ ამას ადრე-იერუსალ. და ათონის მოხილვა. ჩემ ტემაზე ცალკე შემოგითვლი
დაწვრილებით. შენ თხოვნას, ხელში რომ მომიწევს მისი მატიან (sic) განხილვა ჯერით, მაშინ
აღგისრულებ, თუ გვიან არ იქნება. სხვა ცხოვრებებში წმინდათა ვარ ძალიან გართული და
ბევრი საინტერესო რამ მოინახება ჩვენ ხელნ-ში საზოგადო და მსოფლიო ღაგიოგრაფიისთვის,
მაგრამ უკანასკნელი სიტყვა ამ მხრითაც ათონს და სინა-იერუსალიმს ეკუთვნის.
ძალიან გაჭირება გამოვწიე ყველიერში; შვიდი კაკალი დღე
უსადილოდ ვიყავი, მაზედ გავცივდი, თან მოხერხებაც არ მქონდა, არც გულმა მიქნა ლექციების
და ბიბლიოთეკაში ვლის დათმენა, ჯერეც ავად ვარ მას აქეთ, საქმენი კი გამიორკეცდა: სომხურ
გამოცემების გაცენზორება მთხოვეს, და რადგან რამოდენიმე თვე გაუსინჯავი იყვნენ ხელნაწერები,
ერთად ბევრი დარჩა. ისე ცოტა სამუშაო აქვს სომხურ ცენზორს და ეგ ადგილი დამპირდნენ,
თუმცა ცოტა შემოსავლიანია (50 მან. თვეში), ცოტა საქმეც აქვს და მე მაინც მყოფნის.
შემომესწრა მირზა და შვიდობით.
მ. ნ.
ს ა ყ ვ ა რ ე ლ ო ძ მ ა ო ნ ი კ ო!
სტორეთ დანაშაული ვარ, რომ ამდენხანს წერილი ვერ მოგწერე. ეხლა გრიგორ გურიელი ვნახე
აქ, მკითხა შენი ამბავი, თუ გაჭივრებაში არ არის მატერიალურის მხრითო, მე უთხარი:
25 მანათის ამარა კაცი პეტერბურგში შევიწროებული იქნება, რა-ღა ლაპარაკი უნდა მეთქი.
ეს 25 მანათი გადმომცა შენდა გამოსაგზავნათ და დაუყოვნებლივ გიგზავნი. ისთე, სულ შენს
ქებაშია გრიგორი, ძრიელ ღარიბადთ ვარო, თვარა ამდენხანს გავუგზავნიდიო, თუ მოხერხება
მექნა, მერმეც გავუგზავნიო ფულებს, -მითხრა მან. ჩემს ამბავს თუ იკითხავ, ეხლა გვარიანათ
ვარ, მხოლოთ ეგ თვე ნახევარი ძლიერ ავად ვიყავი ცივებით. ისთე საზოგადოდ, სტუდენტურათ
ვცხოვრობ აქ და ცოტ-ცოტა ვალებს ვიხთი, ასთე რომ მომავალი წლისთვის ვფიქრობ სულ მოვიშორო
ვალები. ცოტცოტა ისტორიის მასალას აქაც უყრი თავს შენი შრომა რათ დაბოლავდა ვერცხლის
მენდალით? ცაგარელმა გაარჩია მარტო თუ სხვამაც, მომწერე თუ ძმა ხარ, ამასთანავე გთხოვ
დაწვრილებით მომწერო რას აპირებ გათავების შემდეგ, მოხვალ აქ, როგორც დამპირდი და შეუდგები
ჩვენ განზრახულ საქმეს, თუ ფიქრობ მაქ დარჩენას, ან რა ქენი და როგორ მოილაპარაკე ჩუბინოვთან
სერებრიაკოვის ადგილზე? ყველა ესენი ჩემთვის ძლიერ საჭიროა ვიცოდე: თუ შენ არ მოხვალ
აქ მაშ ვინ მე სხვა გზას დავადგები. პირველათ, რასაკვირველია, ქართული გამოცემები ლუკმა
პურს არ მოგვცემს და იძულებული ვიქნებით სხვა რამე კერძო სამსახურით ვირჩინოთ თავი,
მაგრამ მერმე და მერმე, ეჭვი არ არის, გაიზრდება მე იმედი მაქვს, რომ თუ ხეირიანათ
დავაყენეთ ჩვენში ბეჭდვის საქმე და მასთან თავის ორგანოც გვექნება, გაზეთი იქნება თუ
ჟურნალი, საქმე კარგად წავა. მანამ ძველი ტექსტები არ აღიდგინება და ძველის ძველი სახარებები
არ დაიბეჭდება, ქართული ენის გამოკვლევაც ვერ წავა კარგა. მე, ეხლა მენგრელსკის ბიბლიოტეკის
„ქართლის ცხოვრების’’ ვარიანტს უდრი ნაბეჭდ „ქართლის ცხოვრებას’’ და ბევრი რამ საინტერესო
განსხვავება არის. ქართლის ცხოვრებაც ერთი უძველესი მწერლობის ნაშთია და მისი ნამდვილი
ტექსტის აღდგენა მიუცილებელი საჭიროა როგორც ისტორიისათვის, ეგრე ლინგვისტიური გამოკვლევისათვის.
ამას გარდა თეიმურაზის „სარკე თქმულთა’’- [ს] ვამზადებთ გამოსაცემათ და ეგრეთ წოდებულ
კომისიაში მეც ურევივარ, მაგრამ ვერ დავაჯერე სხვები, რომ ყველა ვარიანტები შეგვეტანა
შენიშვნებში, ასთე რომ ეგ ჩვეულებრივი აქოური გამოცემა იქნება; სწორეთ გითხრა ვერაფერი
შვილია პირველი ნაწილი „სარკეთქმულთა’’-სი, მეორეს კიდევ აქვს ინტერესი, რადგან ბევრი
ენტოგრაფიური ფაქტებია შით. ჩვენ სამი დედანი გვაქვს ორი მეცხრამეტე საუკუნის და ერთი
უფრო ძველი, მაგრამ არა სჩანს რომელ დროს ეკუთვნის. იქნება მაქ იყოს ღირსშესანიშნავი
ვარიანტები და მომწერე, თუ ძმა ხარ, რა ღირსების არიან და რომელ დროს ეკუთვნიან. თუ
შენ კანიკულების წინ აქ წამოსვლას დააპირებ, მომწერე და მე მოგწერ სად გაგიმზადებ ბინას,
რომ პირდაპირ ჩემთან მოხვიდე. ძლიერ სიცხე იცის ამ თფილისში, თვარა გაკვეთილებს ბევრს
ვიშოვიდით აქ კანიკულებისთვის. კურსი როდესაც გაათავო, პრაგონი მაშინათე ითხოვე პეტერბურგიდგან
ოზურგეთამდის (до места родины) და ერთი 146 მანათი მოგიწევს, რომელიც ცოთა სულს მოგათქმიებს,
მაგრამ მაქ არ გამოგიგზავნიან აქ უნდა ეცადო. ყველა ჩვენი სტუდენტები უადგილოთ არიან,
არაფერ დაწესებულებაში ადგილი არ არის ასთე წარმოიდგინეთ მედიკებიც უადგილოთ არიან.
გოცირიძე იყო აქ მეორეთ, მაგრამ ვერსად ადგილი ვერ იშოვა, ამდენხანს აქციზში იყო ადგილები
და ეხლა არც იქ არის. გურიელი რას შობა მაქ რათ არ მოდის, აქ კარგი ხანია ელოდენ. მომიკითხე
თუ ნახო და თხოვე ჩემ მაგიერ ფილოლოგების გრუპპა აიღოს ჩემი, ფული მიცემულია და კვიტანცია
დამეკარგა, იქნება მისცენ უკვიტანციოთ. ერთი სათხოვარი კიდევ მაქვს შენთან: როდესაც
მომწერეს დისერტაცია დამტკიცებული არისო, მე ფული 6 მანათი და თხოვნა გამო[ვ]გზავნე,
რომ დიპლომი გამოეგზავნათ და ჯერეც არ მიმიღია შემიტყვე სეკრეტართან მიზეზი რა არის,
რომ არ მიგზავნიან ან თუ გამოგზავნეს სად გამოგზავნეს. ფული და თხოვნა დეკემბერში გამოვგზავნე.
სხვა, ჩემო ნიკო, შენი ამბვები ყველაფერი მომწერე. აქ
არაფერი არ არის ახალი, გურიაში ჯერე მეც არ ვყოფილვარ, ამ სააღდგომოთ მინდოდა წასვლა
მაგრამ ავათყოფობის გამო ვერ წავედი: აქ ხელმწიფეს მოელიან და ამთავით ემზადებიან მიღებას
და სათხოვრების მზადებას. პირველათ რომ წერილი მოგწერე, მაშვინ გთხოვდი ბროსეს ანალიტიკური
ბიბლიოგრაფიის ფასის შეტყობას და ცაგარელის მოგზაურობის (რომელიც ჩემსობას იბეჭდებოდა)
გამოგზავნას ეხლა ბროსეს ბიბლიოგრაფია ვიშოვე აქ, მხოლოთ ცაგარელის შრომა არ მინახავს
და გაახსენე ჩემ მაგიერ, დამპირდა მოგცემო და თუ მოგცეს, გამომიგზავნე თვარა მომწერე
რა ღირს იქნება მას აღარ ქონდეს რადგან სხვის ხარჯით გამოიცა.
სხვაფრივ მშვიდობით.
შ ე ნ ი ძ მ ა ე ქ თ ი მ ე
თ ა ყ ა ი შ ვ ი ლ ი.
27
апреля
1888 года
г. Тифлис
. . . ჩემი ადრესი В Дворянскую школу Е. С.
Такайшвили.
[1888]
ძ მ ა ო ე ქ ვ თ ი მ ე!
შენ წერილმა ძალიან მაამა, რომ დრო მქონდეს დალაგებით მოსათხრობელად, თუ რა სულის მდგომარეობაში
ვიყავი მის მიღების დროს, სრულებით დამეთანხმები, რომ თუმც ცხოვრების საჭიროების მხრითაც,
მოგეხსენება, არა მცირედ შევიწროებული მაინც ზნეობითი სიხარულმა ჩაშთილა უკვდავების
წყაროსავით დროზე მოსწრებული ოცდახუთი მანათის გამოწვეული სიხარული. (დიდი მადლობა
გრიგორს და არა უმცირესი შუამდგომს!), ოღონდ აქვე უნდა გამოვაცხადო მრავალისგან ეგ
ერთი, რომ მე ვრაცხდი თავს დანაშაულად შენ წინ და შენი წერილის პირველ სიტყვებმა უცებ
გული გამინათა, გავს, არად მიგიჩნევია ან გიპატიებია, რომ დროზე ვერ გიპასუხე. ცაგარელის
წიგნი არ გამოსულა ამ კვირემდი სულ ასწორებს, იქნებ ამ დღეებში გამოვიდეს; რასაკვირველია
ვიშოვნი, თუ ახლა გამოვიდა ან გამოგიგზავნი ან ჩამოგიტან; მე მასთან აშლილსავით ვარ.
ბროსეს წიგნი რახანია ვიყიდე, მაგრამ უნამუსომ სახმარად დავირჩინე და ქე ჩამოვიტან,
თუ არ გიყიდია (შენ წერილიდგან ვერ გავიგე: სხვის ხელში ნახე, თუ შენ გაქვს შენაძენი
(ვაი ჩემო სირცხვილო, თუ გამონაწერი!), გინდა კიდევაც ვიყიდი მეორე ცალს; აუცილებლად
საჭიროა და იაფიც (აკადემიის გამოცემა არის). დიახ, ვიყიდი თუ არა გაქვს, მე რაც, ესე
იგი, ჩვენ რაც ვთქვით მაშინ განა მიტევება შეიძლება, უსათუოდ, უსათუოდ ვიქნები ერთი
მუშათაგანი, ოღონდ პატარა მიზანი და სპეციალური მიზანი და პატარა წრე ჩვენი (ყველა
შემადგენელთ) აზრით რჩეული. ზეგ ეგზამენი მაქვს ისტორიაში და მალე (20 მაისს შემდეგ)
უფრო დაწვრილებით მოგწერ და თუ რას ვაპირებ, მასაც.
ახლა წასრულზე, მაგრამ ჯერ შენზე თავისი გაიტანე, თუ
ღმერთი გრწამს, ხომ იცი რომ ერთხელ რომ წიგნი გამოვა ქართული, მეორე გამოცემა მისი
არვის მოსდის თავში, მაშ ეგრე გამოეცი, რომ მეორე გამოცემის საბუთი სხვა არა საბუთი
არ იყოს, გარდა პირველის (გამოცემის) დალევის: ეძიე, სისრულე თხზულების მისი სხვა და
სხვა ნაირობით; კიდევ უკეთ იქნება, თუ არ გაასწორებ (გარდა თვალსაჩინო შეცდომის, იგიც
შენიშვნით); ბეჭდე იგი ხელნაწერი, რომელიც საზოგადოთ უკეთესად გამოდგეს და თუ ზოგ ნაწილში
სხვა სჯობდეს, ნუ შეურევ მაინც, ისევ იმ კარგი ხელნაწერის თუმც იმ ადგილში ვარესი კითხვა
(lectio) ბეჭდე და სხვა ხელნაწერის უკეთესი კითხვა სხოლიოში მოუქციე. ეგ შჰენ არა ნაკლებ
იცი მაგრამ, გეხვეწები, ნუ გადახვალ მას, რაც იცი, ნუ ეწინააღმდეგები. თან აუცილებლად
მაჩვენებელი მიაყოლე საკუთარ სახელთა, ჩვენებით
ხანის და ტაეპის თუ არა, გვერდის მაინც. არ დაივიწყო გამოცემა (გეცოდინება, მაგრამ
მაინც გწერ, რადგან თფილისელი არ არი) არის სარკეთქმულთას ნაწილის: ''სარკე თქმულთა,თქმული
მეფის თეიმურაზის მეორისა. გამოცემული გრიგოლ ქორქაშვილისაგან ქუთაისი. ქუთაისის ღუბერსკის
სტამბაში . 1870 წ.'' მე მაქვს პირველი ნაწილი მხოლოდ (დიდი 80, გვ.63),
მეორე არ გამოსულა მგონი.
აქაურ ხელნაწერებზე მხოლოდ
ეგზამენების შემდეგ გეტყვი (როცა გადავათვალიერებ ყველას) რასმე. აზიური მუზეუმის მე
არ მინახავს. საჯარო ბიბლიოთეკაში, რაოდენ იქაური კატალოგიდან (ნუსხებად დაწყობილი
რომ არის) სჩანს, ორი ცალი არის: ერთი № 13. (სარკე თქმულთა) ЗЕРКАЛО ТЕЙМУРАЗАБ, в
л. 191 текста и 7 оглав, მეორე მე მქონდა ხელში და ამონაწერებიც მაქვს, რომლებს უფრო
საინტერესოებს ახლავე მოგახსენებ; მეორე ცალი ცალკედ არ არის დაწერილი, მას უჭერია
მეორე ადგილი ერთ სხვა და სხვა თხზულებათ შემცველ ხელნაწერში: № 37, მას უჭერია რია-როვ
ფურცელი. პირველი თხზულება ამ ხელნაწერში ''ჩ ა რ დ ა რ ვ ი შ ი ა ნ ი'' არის ( ა-რ
თ ფურც.) ამ მოთხრობის დასასრულს გადამწერის მიწერილობა არის, მოვიყვან ამ ადგილს,
რადგან სხვა ალაგს ამ ხელნაწერში არც ბოლოს გადამწერი არ იხსენიება და არც პირდაპირ
გადაწერის ხანი. ხელი მთელ ხელნაწერში ერთის უნდა იყოს,მაგრამ გადაწყვეტით ვერ ვიტყვი.
აი რას სწერს ჩარდარვიშიანის, იქნებ მთელი ხელნაწერის გადამწერის და მაშასადამე,
''სარკე თქმულთა'' ისაც: ''ამის მკითხველნო, ამის ასე დაწერისთვის ნუ მწყევთ, ახალი
მოსწავლე ვიყავი, კალობანში შეგირდათ ვებარე, წიგნს ვკითხულობდი, ვიყავ წლისა (ი გ),
ნასყიდაშვილი სიმონ, ქ' კ ს უოთ фებერულსა (sic)''. შემდეგ ''სარკე თქმულთა'' მოყვება
სათაურით:
"დღისა და ღამისა
გაბაასება, თქმული მეფის ერეკლეს ძის მეფის თეიმურაზისაგან, რ' ლ ი იქმნა ცხებულ შ'
დ წელიწადსა ცხრისა თქმისა ამისსა. აწ წიგნსა ამას ეწოდების სარკე თქმულთა''.
პირველი ხანა აგრე იკითხება:
''ვით ხელვჰყო აღძრუად
სიტყუათა ვერ
სიბძნის გირსმან სწავლობით,
ვერცა ღრმად გამომეტყველი რიტორებ ენა მრავლობით,
ვბედავ კრძალვით და რიდობით გამოთქმად ართუ მძლავრობით,
და ვადიდებთ ერთ არსებითა ჩვენ ღ'სა საბრწყინვალობით'' (sic).
მე ამ ხელნაწერის კითხვის დროს რომანები მაინტერესებდა და ვკითხულობდი მხოლოდ ამბებს
ნესტან-დარეჯ., ვისრამ. და სხვას, რომელნიც ამოწერილი მაქვს ზოგი მთლა, ზოგი შემოკლებით,
მაგრამ ისინი შენ არ გჭირია ახლა. მე მგონია მთლა შედარებაც ბევრს არაფერს გარგებს,
რადგან ხელნაწერი ოთხმოცდათ წლების არის, შენ უადრევესი გექნება, ვნახოთ სხვები. ჩემი
აზრით ამ ხელნაწერსაც უნდა შევადაროთ, მაგრამ აი როგორ: ხელში უნდა გვქონდეს დაწვრილებითი
შედგენილი სათაურები შენი დედა ტექსტის და თუ ვინიცობაა რამე მეტია, გამოჩნდება, მაგრამ
იქნება არ დაგანებონ ვარიანტები და მაშ ცუდათ ვწერ მაზედ.
განვაგრძობ. ბოლო ხანა ეგ არის:
''მეფისა სიბრძნით ნაშრომი უსიტყვ ყვნა ბძენთა მისრისა,
ომიროს ბირგვილ* ღალინოს ელიებ სიტყვის (vergil) მისრისა
და ვინ სწავლის შვებით შეყარნა, ვინ ხელი არბოდა** მისირსა''***
საზოგადოთ, ზოგი ალაგების ახსნა და მაშასდ.
მართლა დაწერა თუ კარგი ხელნაწერი არ გაქვს, გაგიჭირდება, იცოდე, ყველა (ოთხვე) ''მისირსა''
მნიშვნელობის გაგება მე ძალიან გამიძნელდა: თითოში ხომ სხვა და სხვა აზრი აქვს, მაგრამ
თეიმ II არ არის ისე მდიდარი ამხელა რითმებით, როგორც I. დავუბრუნდეთ ჩვენ ცხოვრებას.
ამავე ხელნაწერში შემდეგ ''სარკე თქმულთას'' წერია სიტყვა ვინმე ვარლამის, შემდეგ სარიდანის
ამბავი, მერმე არაკნი, წერილნი ისტორიულნი, ირაკლის რესკრიპტი და სხვა. ესენი სულ აღარ
ეხება ''სარკე თქმულთა''-ს. თეიმურაზ II რაღაც დღესასწაული უდგება, მეც ვემზადები მის
"თიმსარიანი''-ს გამოცემას, ამ წიგნს გასავალი ექნება, რადგა იგავებია, როგორც
სიბრდზნე სიცრუის წიგნში. არ ვიცი გითხარი თუ არა, რა შინაარსის ყოფილა ''თიმსარიანი''.
ახლა ჩემზე:''ვერც[ხ]ლის მედალით რათ დაბოლოვდა შენი შრომა? ცაგარელმა გაარჩია მარტო
თუ სხვამაცო? - მკითხავ. მარტო ცაგარელმა გაარჩია და ისეთი უსინდისობა იხმარა, რომ
აზრის წინააღმდეგობისთვის მთლა წახდენა უნდოდა ჩემი საქმის. დაწვრილებით პირადათ გაიმბებ,
ახლა მხოლოდ გეტყვი, რომ, თუ არ ''სოვეტი'', არც ვერცხლისას მომცემდნენ. მთელი (ჩვენი)
პროფესორობა ოქროს მედალს მდომობა ჩემდა ''აგრე მითხრა როზენმა - (ჩემ ამხანაგს), პატკანოვმა
(მე) და ზალემანმა (ჩემ ამხანაგს) და მხოლოდ ცაგარელის ჯინის გამო, რადგან იძახოდა
და რჩევაში- ''პატივისცემით მოხსენების'' მეტი ღირსი არაფრის არ არისო,- იძულებული
იყვნენ ვეცხლის მედალი მიეცათ. პროფესორებმა მაინც ოქროდ მომილოცეს. მე ეგ მეშინია,
რომ 1 დამსვამს ეგზამენზე და ვინ არი მოწინააღმდეგე, ეგზემენზეც ასე იტყვის: ''я
специфлист, и это мое делоб господа!'' როგორ გეპრიანება?!... პირველად შემრია აგეთ
უსინდისობამ და ჯერეც ვერ მოვიგონებ გულგრილად. იქნებ ეგზამენებზე ახალი სიურპრიზით
დამავიწყოს ძველი, მაგრამ გენაცვალე, მაპატივე, მეტს ვერ მოგწერ, ესეც დიდ ხანს ვწერ,
იქნებ ეგზამენები დავათავო, როგორც იქნას, დანარჩენ შენ კითხვებზე 20 მაისიდან ვეცდები
პასუხს; შემომითვალე, ოღონდ, გაქვს თუ არა ნაყიდი ბროსე. ძალიან მადლობელი ვარ, რომ
შენით გირგოლიდან ფული მივიღე და მისიც რასაკვირცელია. რ ა ც ხ ა ბედი ქვს გირგოლის
ფულს, მისი ფული არც ერთ წამავალში არ დამიარჯავს, უკეთესი წიგნები ჩემი მით ნაყიდია;
დღეს სპარსული გრამატიკა დ. ჯონსის, შვიდად თუ ექვსად ღირებული. 1 1/2 მანეთ. ვიყიდე
და აგრევე იეფად სომხური გრამატ. სირბიდის კლასიკური, ძალიან მიხარია, ძალიან მადლობელი
ვარ.
შ ე ნ ი ძ მ ა ნ ი კ ო მ ა რ ი.
ჩემი ადრესი: зверинская улица, д.5.
кв.10.
СП., Петерб. сторона,
სახლი გამოვიცვალე არანებით, მაინძელს წავყევი.
[1888] 5 ივნისი
ძ მ ა ო ნ ი კ ო!
შენი წერილები ორივე მივიღე და ძლიერ სასიამოვნოთ
დამჩა. ეხლა მარტო საგნების გარემოებაზე მოგწერ მხოლოდ, და სხვას რომ გნახავ, მაშინ
მოვილაპარაკებთ ყველაფერზე. მე ეხლა გურიაში ვაპირობ წასვლას მცირე ხნის ვადით, მერმე
მინდა სადმე წყლებზე აგარათ წავიდე, ავათ ვარ და უამისობა არ იქნება. გრიგორ გურიელი
აქ არის, ლევანი მოკვტა გურიელი, და მის ცოლ-შვილთან არის. შენს ამბავს ყოველდღე მკითხავს,
როდესაც ვნახავ. მე და იგი დიდი მეგობრები ვართ და ხშირათ ვლაპარაკობთ შენზე. დამპირდა
გადაწყვეტით, როგორც ჩამივარდება ხელში, ას მანათს მოგცემთ და საისტორიო და სალინგვისტიკო
წიგნები შეიძინეთო, და მისწერე მარსაო საზოგადოთ წიგნების და მასალების ყიდვა ჩემზე
იყოსო. ამას გარდა ოცდახუთ ამთვემდის ველი აქაო, და თუ მოვა, მე წავიყვან გურიაშიო
და აქ ბაქრაძეს და სხვებს მოველაპარაკე და ადგილს ვუშოვნითო დამპირდნენო. ამას გარდა,
პირველ ხანებში თფილისში რო მოვაო, მანამ ადგილს უშოვნიდესო, ხუთ თუმანს დავუნიშნავ
თვეშიო. ასთე, ჩემო ნიკო, რაც შეეხება ფულებს, თქმას აასრულებს გრიგორი მგონია, მაგრამ
ადგილის შოვნა მას რომ ესმის, ის ჩვენ არ გვარგებს და მე აქ გაგაგებიებ, თუ რა ადგილი
აქვს მას სახეში: დიმიტრი ბაქრაძე მითხრაო, მე პამოშნიკი მჭირია და ჩემთან დავაყენებო
მხოლოთ ბაქრაძის პამოშნიკობა მე არ მესმის კარგათ და ამისთვის ვამბობ- მისი ადგილი
ჩვენ არ გვარგებს მეთქი. სხვა ჩემი ადრესი აქ იქნება ჩემ ძმასთან დატოვებული (ჩემი
ძმის ადრესი ასთეა: Меблированные комнаты мухранского, второе отделение №27) სადაც
არ წავიდე, ადრეს ძმასთან დაგიტოვებ. ბროსეს ბიბლიოგრაფია მე ვიყიდე აქ და შენ ნუღარ
იყიდი მაქ, მხოლოდ ცაგარელის წიგნი კი წამომიღე უსათაუროთ აგრეთვე გთხოვ გაისარჯო და
მაქ ერთ ჩემ ამხანაგიდგან ლექციები წამომიღე (Панталеймон[овск]ая улица, д. №11,
кв... Константин Семенович Тычинкин), თუ არ შეგეზარება იმის წამოგება, მე ძლიერ მადლობელი
ვიქნები. ამას გარდა, მეორე ნაწილი ჩუბინოვის ლექსიკონის თუ გამოვიდა, გაახსენე და
მოქცემს ჩემდა. წამოსლის ხანს ჩემი ადრესი დაიტოვა, უსათუოთ გამოგიგზავნიო, მითხრა,
პირველი უკვე მომცა. რაც შეეხება წერა-კითხვის გამავრც. საზ. ბიბლიოტეკას, იმის გადათვალიერება
კი შეგეძლება თუ მოასწარი ეგრე ცოტა ვადით. ზაფხულში აქ ისეთი სიცხეები იცის თურმე,
რომ ძაღლი ვერ გასძლებს, როგორც ამბობენ. სადაც არ ვიყო ზაფხულში, იმედია, მნახავ.
ბორჯომში თუ ვიქენი, ბევრათ გზა არ გაგიმრუდდება და ერთ ხანს დარჩემი ჩემთან და მოიკეთებ.
ამას გარდა ეცადე გრიგორს მოუსწრო აქ და უსათუოდ ბევრს დაგეხმარება (აი მისი ადრესი:
Коджорская улеца дом.. Лоладзе) სხვა, ჩემო ნიკო, მე... არ ვიცი რას აპირობ და იმედია
ამისათვის... მნახავ. აქ მასალა ძლიერ ბევრია, როგორც დამინახე, და არც შიმშილით მოკვთება
კაცი უჩინოვნიკობით. თეიმურაზის ''სარკე თქმულის'' შედარება ამ კანიკულებზე შეჩერდა
და მის შესახებ, რომ მოხვალ, მაშვინ გეტყვი. არ ვიცი ეგ წერილი მოგისწრებს თუ არა მაქ?
შ ე ნ ი ძ მ ა ე ქ ვ თ ი მ ე თ ა ყ ა ი შ ვ ი ლ ი
5 ივნისი
1889, 1 იანვარი, 12ს. დღის.
ძ მ ა ო ე ქ ვ თ ი მ ე!
სულ ნუ დავივიწყებთ ერთმანეთს და ხან გამოშვებით მაინც ვაცნობოთ თავიანთ თავის ორძილი.
რას ადგიხარ, რასაკვირელია, მასწავლებლობის გარდა, რას აკეთებთ და რას აპირებ, ნუ დაიზარებ
მოწერას. ჩვენი პ-ში დაწყებული მოლაპარაკება შენ წასვლის ხანს თფილისში უნდა დამთავრებულიყო,
ეს ვერ მოხდა და ვერც მე მოვცილდი პ-ს, რაც მაქვს აზრი მოცილების, მაგრამ ეს ნუ იქნება
მიზეზი, თუ რამე საერთო საქმეს ხელს კი მოკიდებ, მე დამივიწყო, ის ხომ ფიქრშიც არა
მაქვს, გარემოება მოქმედებს შენზე და მაშ უსათუოდ ცნობებს ველი შენგან.
ჩემი გეგმა უკვე ცნობილი
უნდა გქონდეს, რადგან ადრევე გწერდი, თუ ისე არ მოხდა, ასე ვაპირებ მოქცევას მეთქი
და ასეც არი, ესეიგი ამ ორ- სამ წელს მინდა ნიშანი მივიგო მაგისტრობის და კატალოგი
შევადგინო აზიურ მუზეუმში და საჯარო წიგნსაცავში დაცული ქართული ხელნაწერების. კატალოგის
შედგენა ენკენისთვითგანვე დავიწყე და თითქმის ეგ არი თავი და თავი ყოველ დღიური ჩემი
სასაქმო, თუ ორიოდე ლექციას გამოვაკლებ, რომელთ სმენა საჭიროდ დავინახე ჩემთვის. ჯერ
საქმე ნელა მიდის, მაგრამ შემდეგში ველი გავივარჯიშო და სისწრაფე მოვიგო. სამაგისტროდ
თითქმის დაწყებული მქონდა და ზოგადად შემუშავებულიც ერთი კითხვა (სემიტობაზე მუსაიფი
ღმერთმა მაშოროს ჯერე), მაგრამ მგონი შემიპორხილდეს საქმე და თემა გამოსაცვლელად დამირჩეს.
ჯერჯერობით მას ვადგივარ. ეგ არი: ''ქართული თარგმანი ცნობილი ამბვის ჰინდო ხელმწიფის
შვილზე, მოამბე თხზულებებთან''. ამ საგანს ვრცელი ლიტერატურა აქვს და მეც საყოფი მასალა,
არც უმნიშვნელოდ მიჩანს მსოფლიო მწერლობის ისტორიისთვის აგეთი კერძო განხილვა ჩვენ
ენაზე დაწერილი მოთხრობის, მაგრამ დაჟინება კი არ შემიძლია, ჩვენი თარგმანი მაინც და
მაინც დედანი ყოფილიყოს ყველა ევროპელ ვერსიების, ჯერ ჯერობთ მაინც, ამგვარად, მარტო
თეორიულ მხარეს და მსჯელობას ვერ მივენდობი სამაგისტრო დისერტაციისთვის, თავი ადგილი
უნდა ეჭიროს ტექსტის შემუშავებულ გამოცემას, ამაში კი შენც გეცოდინება, ცაგარელმა კეთილინება
დასწრება, რა სურს ამით პროფესორს, არ ვიცი, ოღონდ მე კი ცოტა არ იყოს შემიბრკოლა საქმე,
და, თუ მის გამოცემას მეორე გამოცემა არ სჭირია; იქნება კიდევაც მივატიო ეგ შრომა,
ამ გვარად წელიწადი დავიკარგო ერთი მხრით და ყოველ შემთხვევაში არა ორი, არამედ სამი
წელი შევრჩე აქაურობას. მიტომ დიდი მოსწრაფებით ველი, ''სიბრძნე ბალავარისას'', რომელი
გრ. ჩარკვიანმა უნდა გამომიგზავნოს. ჩემ ბროშიურას ბალავარზე ამ დგეებში გამოგიგზავნი,
დაბეჩდილია, დღესასწაულებმა შეაჩერეს გამოსვლა.
სხვა, მე ნახევარი სტიპენდიით
ვიკვებები და, რომ გირგოლ გურიელი არა, სული ამომძვრებოდა ამდენ ხან. ააშენა ღმერთმა,
სწორედ გაჭირვებაზე მეხმარება.
აქაურებზე რა მოგწერო,
ახალთ არა ვიცნობთ, ძველთ შენც კი იცნობ. დათიკო ქუთათელაძე და იასონ ლორთქ. მოდიან
მანდ, პირველი მგონი რამდენიმე კვირით ადრე. ვისურვებ კეთილ შეხვედრებისას (sic) თქვენგან
ერთმანერთის.
შ ე ნ ი ძ მ ა ნ ი კ ო მ ა რ ი.
С. Петербург, Васильев ос. 1 л. д. 62, кв. 19.